ლებარდეს გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი მიმდინარეობს

მარტვილში  კურორტ ლებარდემდე მისასვლელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს. პირველი ეტაპის სამუშაოები გზის ექვსკილომეტრიანი მონაკვეთის დაგებას ითვალისწინებს. სამშენებლო სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ტალერი–ლებარდეს საავტომობილო გზის მშენებლობა ასფალტო-ბეტონის საფარის დაგებასთან ერთად ითვალისწინებს რკინა-ბეტონის კიუვეტების, რკინა-ბეტონის მილების, გაბიონების, არხების, მიერთებებისა და ეზოების შესასვლელების მოწყობას. პროექტის ღირებულება 3 600 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება“, – აცხადებენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურში.
მათივე ცნობით, ტალერი-ლებარდეს გზის რეაბილიტაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები