შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული, წარსულში მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევი ჯიმშერ ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტორს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ჯიმშერ ა-მ მიმდინარე წლის 1 ივნისს, ღამით, თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს – 1967 წელს დაბადებულ ლუდა გ-ს ცივი იარაღით გულმკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის მიყენებული მძიმე ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს ხარაგაულის რაიონში დააკავეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=DB_F2IxWoYg&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]