დათა ახალაიამ საბერძნეთის საპყრობილე დატოვა
კუდ-ის ყოფილმა უფროსმა დათა ახალაიამ საბერძნეთის საპყრობილე დღეს დატოვა. ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბრისას ახალაიას ბერძენმა ადვოკატმა განაცხადა.
„დათა ახალაია ციხიდან გამოვიდა, მაგრამ არ მაქვს ინფორმაცია, სად იმყოფება ამჟამად. მას საკუთარი ცხოვრება აქვს. თუმცა ის ვიცი, რომ ციხე დღეს დატოვა“, – განაცხადა ალექსანდროს პაპასტეროპოლუსმა. ახალაიას ოჯახს კუდის ყოფილი უფროსის გასათავისუფლებლად 100 ათასი ევროს გადახდამ მოუწია. საბერძნეთის სასამართლო დათა ახალაიას ექსტრადირების საქმეზე ორ თვეში იმსჯელებს.