შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს და დააკავეს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გურამ ქობულაძე.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გურამ ქობულაძე, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა დაბა ქედაში მდებარე ყოფილი მეფრინველეობის ფაბრიკის ტერიტორიის – 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემაში დახმარებას, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით, მოითხოვა და აიღო 30 000 აშშ დოლარი.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს.
გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=jo2pRcpLbus” width=”560″ height=”315″]