ზუგდიდში, 21-ე უბანზე, „ქართული ოცნების“ კოორდინატორსა და ოპოზიციის წევრს შორის დაპირისპირება მოხდა
ზუგდიდში, 21-ე საუბნო საარჩევნო კომისიასთან, „ქართული ოცნების“ კოორდინატორი და გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ანა წითლიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები აცხადებენ, ინციდენტის მიზეზი ის გახდა, რომ საარჩევნო უბანთან რამდენიმე პირს საარჩევნო სიების ქსეროასლი ჰქონდა.
სამართალდამცველებმა „ქართული ოცნების“ კოორდინატორი პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.