კახა კალაძე: არ გამოვრიცხავ, რომ პარტია „ქართულ ოცნებაში“ იყვნენ ახალი სახეები, ეს ჩვეულებრივი პროცესია

“არ გამოვრიცხავ, რომ პარტია „ქართულ ოცნებაში“ იყვნენ ახალი სახეები, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კალაძის თქმით, პოლიტიკურ პარტიაში ყოველთვის უნდა ხდებოდეს განახლება.
„მე არ გამოვრიცხავ, რომ იყვნენ ახალი სახეები და ეს არის ჩვეულებრივი პროცესი პოლიტიკურ პარტიებში, როდესაც ხდება პროფესიონალი, გამოცდილი კადრების, წარმატებული ადამიანების შემოსვლა, შესაბამისად, გამორიცხული არაფერია. ზოგადად, პოლიტიკურ პარტიაში ყოველთვის უნდა ხდებოდეს განახლება, ახალი სახეების მიღება და ეს პროცესი არასდროს  შეჩერებულა და არ შენელებულა პარტიაში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. პარტიული მიმართულებით არასდროს გაჩერებულა მუშაობა, ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა მათთვის, ვინც თავიანთი პროფესიონალიზმითა და საქმიანობით გამოადგება ჩვენს ქვეყანას. აქ გადახალისებაზე საუბარი არ არის, პროცესი პარტიაში არასდროს გაჩერებულა, ყოველთვის მოდიან ადამიანები, ხდება მათთან გასაუბრება და, შესაბამისად, ხდება გადაწყვეტილების მიღება. თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული 2020 წელს, ამას ვნახავთ. ჯერ ადრეა საუბარი, დრო არის და ყველაფერი ცხადი იქნება   საზოგადოებითვის“, – განცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები