რეალობას აცდენილი დასკვნა – საია-ს შუალედურმა ანგარიშმა ორგანიზაციის სამართალმცოდნეების კვალიფიკაცია ეჭვქვეშ დააყენა – „იმედის კვირის” სიუჟეტი(ვიდეო)
რა კავშირშია 19 მაისს დანიშნული შუალედური არჩევნები, სამების ტაძრის გასულ საუკუნეში დაწყებული მშენებლობა და საკათედრო ტაძრის მოხატვა, რომელიც მესამე წელია, გრძელდება – „იმედის კვირის” სიუჟეტიდან ვიგებთ, რომ საია-ს რეალობას აცდენილ დასკვნას სახელისუფლებო გუნდის წევრებთან ერთად ოპოზიციაც არასერიოზულსა და დაბალი კვალიფიკაციის სამართალმცოდნეების მიერ მომზადებულს უწოდებს. სიუჟეტის თანახმად, სამების საკათედრო ტაძრის სამუშაოებში „ქართუ” თითქმის 20 წელია, ჩართულია. 2000- 2007 წლებში ფონდმა „ქართუ” ტაძრის მშენებლობისთვის ათობით მილიონი ლარი გაიღო, ტაძრის მოსახატად კი, რომელიც 2016 წელს დაიწყო – მილიონ ლარზე მეტი. სიუჟეტში, ასევე, საუბარია ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში დაგეგმილ პროექტებსა და ზუგდიდის მერის არჩევნებთან კავშირზე, რაც საია-მ ასევე ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვად მიიჩნია. ამომრჩევლის მოსყიდვა, ამომრჩევლის რეგისტრაციით მანიპულირება და ფარულობის პრინციპის დარღვევა – ეს საია-ს ანგარიშში მოყვანილი კიდევ ერთი ფაქტია, რომელიც ახალ პოლიტიკურ ცენტრ “გირჩს” ეხება. პოლიტიკური ცენტრის ლიდერი ამბობს, რომ ორგანიზაციას გრანტი აქვს აღებული, ამიტომ რაღაც უნდა დაწეროს. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, “ნებისმიერი დაბალი კვალიფიკაციის სამართალმცოდნესაც უნდა ესმოდეს და ასეთ სისულელეებს ასეთი ორგანიზაცია არ უნდა წერდეს დასკვნაში”.