მამუკა ბახტაძე: მახათას მთაზე აშენებული ტაძარი გამორჩეულია, რადგან ჩვენმა ერმა ერთობლივი ძალისხმევით ააშენა

“მინდა, სრულიად საქართველოს და ყველა მოქალაქეს მივულოცოთ დღევანდელი დღე. ეს ტაძარი არის მართლაც გამორჩეული”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მახათას მთაზე, ტაძრის კურთხევის შემდეგ განაცხადა.
” დღეს არის ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღე. დღესვე მოხდა კურთხევა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის. დღესვე აღვნიშნავთ ანდრია მოციქულის დღეს და აღვნიშნავთ იმედის დღეს. მინდა, სრულიად საქართველოს და ყველა მოქალაქეს მივულოცოთ დღევანდელი დღე. ეს ტაძარი არის მართლაც გამორჩეული. თითოეულმა ქართველმა და ჩვენმა ერმა, ერთობლივი ძალისხმევით და სულისკვეთებით ავაშენეთ ეს ტაძარი. რა თქმა უნდა, ეს აღმშენებლობის პროცესი ჩვენ უნდა გავაგრძელოთ.
მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, ჩვენ მოვაწერეთ ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც, აქვე, ამავე ტერიტორიაზე, აშენდება კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც განთავსდება ჩვენი უნიკალური ისტორიის არტეფაქტები, სხვადასხვა ნამუშევრები და დარწმუნებული ვარ, ეს ადგილი გახდება ყველა ადამიანისთვის, ყველა ქართველისთვის საყვარელი ადგილი“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები