შსს-ს წარმომადგენელი: გამოხატვის თავისუფლება ადამიანის უფლებების ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მის უზრუნველსაყოფად დგანან აქ პოლიციელები
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვაჟა სირაძემ პარლამენტის მიმდებარედ განლაგებული პოლიციელების შესახებ კომენტარი გააკეთა.
„გამოხატვის თავისუფლება არის ადამიანის უფლებების ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება და სწორედ ამის უზრუნველსაყოფად დგანან აქ პოლიციელები“, -აღნიშნა მან.
კითხვაზე, თუ რა ინფორმაცია აქვთ ბანერების ჩამოხსნასთან დაკავშირებით, ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ ეს საკითხი შინაგან საქმეთა სამინსიტროს კომპეტენცია არ არის.
„ბანერების ჩამოხსნასთან დაკავშირებით, ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, არ ვართ კომპეტენტური. შეგიძლიათ, მიმართოთ შესაბამის უწყებებს“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.