“საქართველოს პირველი არხი” ზუგდიდის მერობის კანდიდატებს დებატებში მონაწილეობის მისაღებად იწვევს
“საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, “საქართველოს პირველი არხი” კიდევ ერთხელ იწვევს დებატებში მონაწილეობისთვის ზუგდიდის მერობის კანდიდატებს”,-ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს პირველი არხი” თავის ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიმდინარე საარჩევნო პერიოდში, ტელეკომპანია მუდმივად უთმობს დროს არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს.
“დეპუტატობის კანდიდატებს შორის სამჯერ გაიმართა დებატები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 14-მა კანდიდატმა, „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში კი ათ-ათი წუთი დაეთმო 15 კანდიდატს. არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს მომავალშიც ყოველდღიურად დაეთმობათ დრო „მოამბის“ მთავარ გამოშვებებში. ამასთანავე, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს პირველი არხი კიდევ ერთხელ იწვევს დებატებში მონაწილეობისთვის ზუგდიდის მერობის კანდიდატებს და პასუხისმგებლობას იღებს, რომ დებატები ჩატარდება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, მიუკერძოებელ გარემოში, სადაც კანდიდატებს საშუალება ექნებათ, თანაბარ პირობებში გააცნონ საკუთარი პოზიცია ამომრჩევლებს.
იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნებამდე ერთი კვირა რჩება, “საქართველოს პირველი არხი” სთხოვს ზუგდიდის მერობის კანდიდატებს, უახლოეს ორ დღეში გვაცნობონ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ, რათა დროულად შევძლოთ გადაცემის დაგეგმვა და დებატების თარიღისა და ფორმატის შეთანხმება მონაწილეებთან”,-ნათქვამია პირველი არხის მიერ გავრცელებულ