ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა რიგგარეშე/შუალედური არჩევნებისთვის ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის და იმ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა, სადაც 19 მაისს რიგგარეშე/შუალედური არჩევნები იმართება, ეთიკის კოდექსს ერთდროულად მოაწერეს ხელი.
როგორც “კვირას” ცესკო-დან აცნობეს, დოკუმენტზე ხელის მოწერით, საარჩევნო კომისიების წევრები თანხმდებიან, რომ იმოქმედებენ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საკუთარი ფუნქციების შესრულებისას, იქნებიან სამართლიანები, მიუკერძოებლები და დამოუკიდებლები; იქნებიან პროფესიონალები და იმოქმედებენ გამჭვირვალედ; უზრუნველყოფენ საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირებისთვის თანაბარ და სამართლიან საარჩევნო გარემოს. საერთო ჯამში, დოკუმენტს დღეს ხელი მოაწერეს ცესკოს, 12 საოლქო და 410 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა.