მამუკა ბახტაძე: საქართველოს ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ და წელგამართულ საქართველოს

„ საქართველოს ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ და წელგამართულ საქართველოს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სენაკში, აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რეგიონული განვითარება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი და ერთადერთი გზაა, რათა საქართველო იყოს წარმატებული.
„ჩვენ, ფაქტობრივად, მივიღეთ, არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის წარმოების შედეგად, ეროვნული ეკონომიკის სტრუქტურა, სადაც ფაქტობრივად, ჩვენი ეკონომიკის 2/3 არის კონცენტრირებული რამდენიმე ქალაქში. მე მარტივი კითხვა მაქვს ჩვენს ოპონენტებთან: თუ არა რეგიონების განვითარებით, თუ არა ისეთი დარგების განვითარებით, რაშიც შევძლებთ, რომ ჩვენი ყველა მოქალაქე იყოს ჩართული, როგორ წარმოუდგენია ვინმეს საქართველოში წარმატების მიღწევა? ეს არის შეუძლებელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამიტომ ვსაუბრობთ, რომ რეგიონების განვითარება, მათ შორის, სოფლის მეურნეობაზე განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება, არის ერთადერთი გზა, რათა საქართველო იყოს წარმატებული. ძლიერი სამეგრელო და საქართველოს ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ და წელგამართულ საქართველოს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები