აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოლაპარაკება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეწყდა

აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოლაპარაკება ეგრეთ წოდებულ ოპოზიციასა და თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას შორის შეწყდა. შეხვედრები დღეს აღარ გამართულა. სააგენტო “აფსნი პრესის” ცნობით, ანქვაბმა აფხაზეთის ეგრეთ წოდებული უშიშროების საბჭოს მდივანს დაავალა, გააკეთოს ყველაფერი მდგომარეობის დასარეგულირებლად, მაგრამ ძალისმიერი სცენარი გამორიცხოს. დე ფაქტო პრეზიდენტი კი გაქცეულია, მაგრამ თავად ამტკიცებს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზეა და უკან დახევას არ აპირებს. ეგრეთ წოდებულ პრემიერს უნდობლობა გამოუცხადა საოკუპაციო რეჟიმის პარლამენტმა. სოხუმში კი ეგრეთ წოდებული სახალხო ნდობის დროებითი საბჭო შეიქმნა, რომელშიც 21 პირია, მათ შორის რაულ ხაჯიმბა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები