დათა ახალაიას ორშაბათს გაათავისუფლებენ

 კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი დათა ახალაია საბერძნეთის საპატიმროს ორშაბათს დატოვებს, – ამის შესახებ ბერძენმა ადვოკატმა ალექსანდროს პაპასტეროპოლუსმა განაცხადა.
მისი თქმით, პრობლემა გირაოს თანხის გადარიცხვისას შეიქმნა და ყველა საჭირო პროცედურა მომავალ კვირას განხორციელდება.
„პრობლემა გირაოს თანხის გადარიცხვისას შეიქმნა, ოჯახმა ვერ მოახერხა ასი ათასი ევროს შეტანა. შესაბამისად ყველა საჭირო პროცედურა მომავალ კვირას განხორციელდება. დათა ახალაიას ციხიდან ორშაბათს ადგილობრივი დროით 12 საათზე გამოუშვებენ“,- განაცხადა დათა ახალაიას ადვოკატმა ალექსანდროს პაპასტეროპოლუსმა.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი დათა ახალაია გუშინ გირაოს სანაცვლოდ საბერძნეთის სასამართლომ გაათავისუფლა. მიუხედავად ამისა, ახალაიას საბერძნეთის დატოვების უფლება არ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები