ალექსანდრე ტაბატაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, ალექსანდრე ტაბატაძე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მოადგილედ დაინიშნა. აღნიშნულ ბრძანებას ხელი პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მოაწერა.
“საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე პირველი პუნქტის საფუძველზე დაინიშნოს ალექსანდრე ტაბატაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ”, – ნათქვამია ბრძანებაში, რომელსაც ხელს მამუკა ბახტაძე აწერს.
ალექსანდრე ტაბატაძეს 1995-1996წწ. შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო და საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთობის სამმართველოს, სახელმწიფოთაშორისო კავშირების მქონე ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების უფროსი ინსპექტორის პოსტი ეკავა.
1996 წელს ქ. რუსთავის შს სამმართველოს კრიმინალური პოლიციის სისხლის სამართლის სამძებროს განყოფილების უფროსის მოადგილე იყო;
1996-1997წწ. ქ. რუსთავის შს სამმართველოს კრიმინალური პოლიციის სისხლის სამართლის სამძებროს განყოფილების უფროსი;
1997 წელს ქ. თბილისის შსს კრიმინალური პოლიციის სამმართველოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის და სს სამძებრო სამსახურის უფროსის მოადგილე;
1997-2000წწ. ქ. თბილისის საბურთალოს შს სამმართველოს უფროსი;
2000-2001წწ. ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს უფროსი;
2001 წელს შსს სისხლის სამართლის სამძებრო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;
2001-2004წწ. შსს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიუროს უფროსი;
2004-2006წწ. შსს აკადემიის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კათედრის უფროსი;
 
2006 წელს შსს აჭარის ა. რ. შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსი გამომძიებელი;
2006-2007წწ. შსს აჭარის ა. რ. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;
2012 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
20013 – 2016 წლის ნოემბრამდე წლიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.
2016 – 2019 მაისამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები