ზაზა პაპუაშვილი ნიკა მელიაზე: ჩხუბში გამომიწვია
არჩევნები ახლოვდება და თემების აწევა უნდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიასთან მომხდარი დაპირისპირების თაობაზე განუცხადა.
„მაგის საკრიტიკებელი ვინ არის. რაც არის და ვინც არის ნიკა მელია, მიკროფონთან საუბარი რად გინდათ, ქცევით არ იცით?! გამოიწვია ის, რომ ეს მომხდარიყო – მიკროფონები და კამერა.რაც მისაღები იყო მიიღო და კიდევ მიიღებს ამ უზრდელობის და უტაქტობის გამო. არჩევნები ახლოვდება და თემების აწევა უნდა. დაპირისპირება ნაწილობრივ ფიზიკურად და ნაწილობრივ სიტყვიერად მოხდა. არ ვიცი, ახლა მიზეზი რა იყო. გითხარით, ვინც არის და რაც არის. რაც მითხრა, იმის პასუხი მიიღო. ჩხუბში გამომიწვია, ეგ იყო და ეგ. მერე კიდევ უფრო კარგად გაიგებთ“, – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ეზოში საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ზაზა პაპუაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას შორის დაპირისპირება მოხდა.