ქეთევან ციხელაშვილმა მეუღლესა და შვილებთან ერთად შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი მიცვალებულთა მოხსენიების დღეს გორის მუნიციპალიტეტში, შინდისის გმირების მემორიალთან მეუღლესა და შვილებთან ერთად იმყოფებოდა.
„დღეს პატივი მივაგეთ იმ გმირების ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლე შეწირეს ქვეყნის ერთიანობას. აქ ჩემს შვილებთან ერთად მოვედი, რადგან მიმაჩნია, რომ ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს მათი სახელები; უნდა იცოდეს, რომ ჩვენი თავისუფლება ასეთ გმირობებზე დგას; უნდა იცოდეს, რომ ჩვენ მშვიდობითა და მსხვერპლის გარეშე აუცილებლად მივაღწევთ მიზნებს, რომლისთვისაც ამ ბიჭებმა თავი გაწირეს. ამ ადგილიდან მინდა, განსაკუთრებულად მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იმ ადამიანებს, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ცხოვრობენ, რომლებსაც არ აქვთ გადაადგილების თავისუფლება, ოჯახებთან გაერთიანების, ნათესავების მონახულების შესაძლებლობა. თუმცა მინდა  დავპირდე მათ, ასევე მინდა დავპირდე იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს მავთულხლართებით გახლეჩილ სოფლებში ცხოვრობენ, სახელმწიფო აუცილებლად გააგრძელებს და გააკეთებს კიდევ უფრო მეტს იმისთვის, რომ მათ დაუდგეს გვერდში და ჩვენ ასეთი მიზანმიმართულობით, შრომით, საქმით, აუცილებლად დავძლევთ ამ მავთულხლართებსა და იმ საოკუპაციო პოლიტიკას, რომელიც უამრავი ადამიანისთვის ყოველდღიური გამოწვევაა“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა შინდისის გმირების მემორიალთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები