დავით ზალკალიანი: რიჩარდ ლუგარი საქართველოს უდიდესი მეგობარი და მხარდამჭერი იყო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ამერიკელი სენატორის, რიჩარდ ლუგარის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ვგლოვობთ სენატორ რიჩარდ ლუგარის გარდაცვალების გამო, რომელიც საქართველოს უდიდესი მეგობარი და მხარდამჭერი იყო. მისი ცხოვრება მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს დიდი საზოგადო მოღვაწე და თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანი. მისი მემკვიდრეობაა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა და მეტი უსაფრთხოება, საქართველო ამის გამო მისი მადლიერია“, – წერს მინისტრი„ტვიტერში“.
ყოფილი სენატორი, რიჩარდ ლუგარი გუშინ 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. სენატორის სახელობისაა საქართველოში მდებარე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები