სალომე ზურაბიშვილი: მინდა, სრულიად საქართველოს ბედნიერება ვუსურვო
საქართველოს პრეზიდენტი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო.
პრეზიდენტმა საქართველოს მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა და ყველა მოქალაქეს ბედნიერება უსურვა.
„ქრისტე აღდგა. მინდა, რომ სრულიად საქართველოს, თითოეულ ოჯახს მივულოცო ეს უდიდესი დღესასწაული, სიხარული, ბედნიერება ვუსურვო, ისეთი, როგორიც იყო დღეს ამ ტაძარში“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.