გიორგი გახარია აღდგომის დღესასწაულს ზემო თეკლათის ღვთისმშობლის შობის მონასტერში ოჯახთან ერთად შეხვდა
ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აღდგომის დღესასწაულს სენაკში, ზემო თეკლათის ღვთისმშობლის შობის მონასტერში ოჯახთან ერთად შეხვდა. გიორგი გახარიამ მართლმადიდებელ მრევლს ბრწყინვალე დღესასწაული მონასტრიდან მიულოცა.
შს სამინისტროს ცნობით, გიორგი გახარიამ მრევლთან ერთად მონასტერში საზეიმო ლიტანიობაში მიიღო მონაწილეობა.