ვაკეში 40-წლამდე მამაკაცს თავს დაესხნენ
ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე, 40-წლამდე მამაკაცს რამდენიმე პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 117 – ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, მანქანა გაჩერდა, საიდანაც რამდენიმე პირი გადმოვიდა და 40 წლამდე მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდა. მათივე ინფორმაციით, თავდამსხმელებს ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონიათ და არც გასროლის ხმა გაუგიათ, ფიზიკური ანგარიშწორება რკინის ნაჭრით მოხდა.