გარდაბანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს
გარდაბანში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული არავინ არ არის.
წუხელ, გარდაბანში რამდენიმე ათეული ადამიანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება “ნაციონალური მოძრაობისა” და “, ქართული ოცნების” წევრებსა და აქტივისტებს შორის მოხდა.