ბიძინა ივანიშვილი: რამდენად გმირია შავგულიძე და რამდენად მკვლელია ლევან მურუსიძე?!

„შალვა შავგულიძე დღეს ასოცირდება როგორც გმირი, რომელმაც მოახერხა და სიმართლის დაგვირგვინება მოეხდინა სტრასბურგის სასამართლოში, რამდენად გმირია შავგულიძე და რამდენად მკვლელია ლევან მურუსიძე“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გაიხსენა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მოკლული სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის ქრონოლოგია.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გირგვლიანის ადვოკატის შალვა შავგულიძის საქმიანობა საეჭვოდ მიიჩნია და მისი, როგორც იურისტის მიერ დაშვებულ შეცდომის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა.
„გირგვლიანის ადვოკატი შალვა შავგულიძე დღეს ასოცირდება როგორც გმირი, რომელმაც მოახერხა და სტარასბურგის სასამართლოში სიმართლის დაგვირგვინება მოახდინა. გავავლოთ პარალელები და ვნახოთ, რა მოხდა. ჯერ პირველ რიგში ის, რომ მოხდა დიდი ტრაგედია, მთელი ოჯახი პრაქტიკულად შეეწირა “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერას, ამის მოთავე გახლდათ სააკაშვილი, ერთადერთი კაცი, რომელსაც მსხვერპლად ჰყავდა მთელი ეს გუნდი და მის ხასიათზე იყო მორგებული თავიდან ბოლომდე – ეს მოკლე შეფასება.
ეხლა ვნახოთ რა მოხდა, პარლამენტში ძალიან სასწრაფოდ მოახერხეს კანონის შეცვლა, სამი მოსმენით ძალიან სწრაფად, რაც შეიძლებოდა, რომ პოტენციურ მკვლელებს სასჯელის ნაკლებობა მიეღოთ, ამის შემდგომ შედის სასამართლოში, პირველი ინსტანციის სასამართლო უსჯის, გვარებით ვერ ვიტყვი 8 წელს და 7 წელს ამ ოთხეულს და წარმოიდგინეთ, რომ შალვა შავგულიძეს ავიწყდება სააპელაციო სასამართლოში საჩივრის შეტანა, რატომღაც აპელაციას მიმართავს პროკურატურა, მე მინდა რომ ამას საზოგადოებამ მიაქციოს ყურადღება. პროკურორი ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოში, ბრალმდებელი, რომ ეს სასჯელი არის ცოტა და ერთი წელი დაუმატოთ, რატომღაც შალვა შავგულიძე, ადრე მე ვფიქრობდი, რომ მას ეს გამოუცდელობით მოუვიდა და შეცდომა დაუშვა, მაგრამ დღევანდელ სიტუაციას თუ შევხედავთ, აქვე გადავაფასოთ. ერთი წლის მომატებას ითხოვს პროკურატურა – ადეიშვილი.
აბა ნახეთ, როგორი თამაშებია, როგორ წარმოგიდგენიათ, ადეიშვილი, რომელმაც, კანონმდებლობის ცვლილება მოახერხეს სასწრაფოდ სამი მოსმენით იმისთვის, რომ ოთხივე მკვლელი ერთ კამერაში შეეყვანათ და თანაც წლებიც ნაკლები მიეღო ერთ კამერაში, თქვენ კარგად იცით ეს, კადრებიც აჩვენეთ, თქვენს ჟურნალისტ ნანა ლეჟავასაც აქვს ამაში დიდი წვლილი, რომ იქ ჩვეულებრივი ქეიფი მიდიოდა და ესენი გარეთ გულაობდნენ მანქანებით ჩვეულებრივ და ქალბატონებსაც “მიართმევდნენ”, ისინი პატიმრებად ვერაფრით ჩაითვლებოდნენ.
ეს იყო ის ხელისუფლება – “ნაციონალური მოძრაობის” კარგი მაჩვენებელია, მაგრამ გავყვეთ ისევ ამ თემას, რაც ჩვენ გვაინტერესებს, სასამართლოში რა ხდებოდა და როგორი სასამართლო იყო. რამდენად გმირია შავგულიძე და რამდენად მკვლელია ლევან მურუსიძე. ასე ასოცირდება საზოგადოებაში, მურუსიძის გვარს ვერ ახსენებ, მურუსიძის გვარს როგორც ახსენებ, იმ წუთში მოდის ყველაზე დიდ ტრაგედიასთან“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები