პანკისის ხეობის სოფელ წინუბანში 10 წლის გოგონა და-ძმებთან თამაშისას დაიღუპა

პანკისის სოფელ წინუბანში უბედური შემთხვევა მოხდა. ქავთარაშვილების ოჯახში და-ძმებთან თამაშის დროს გოგონა დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, და-ძმების მიერ მიერ სიმაღლეზე შეგდებული თავსაფრის ჩამოსატანად ასულ გოგონას ფეხი დაუცდა და რკინის კონსტრუქციას ჰიჯაბით ჩამოეკიდა.

ადგილობრივები თვითმკვლელობას გამორიცხავენ და  მომხდარს უბედურ შემთხვევას უკავშირებენ.

ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები