ტყიბული-ქუთაისის გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ტყიბული-ქუთაისის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია