ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე მიწა ჩამოიშალა და ორი ადამიანი მოიყოლა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე მიწა ჩამოიშალა და ორი ადამიანი მოიყოლა.
ადგილზე სამაშველო და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებული.
მეხანძრე-მაშველები სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ატარებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები