ჭიათურაში, საბაგიროს მშენებლობისას, მამაკაცი დაიღუპა

ჭიათურაში, საბაგიროს მშენებლობისას, მამაკაცი დაიღუპა.
აღნიშნული ინფორმაცია „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.  უწყებაში ვერ აკონკრეტებენ, რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.

შემთხვევა დღეს, დილით მოხდა.

როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები