შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით კახეთში მამაკაცი დააკავეს

საკუთარი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით კახეთში მამაკაცი დააკავეს. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით (გარყვნილი ქმედება) აღიძრა.
გავრცელებული ინფორმაციით, საჩივარი გოგონას დედამ პოლიციაში მას შემდეგ შეიტანა, რაც 15 წლის არასწრულწლოვანმა ამის შესახებ თავად მოყვა. გოგონას მშობლები რამდენიმე წელია ერთმანეთს დაშორებულები არიან. მოზარდის დედინაცვალი აცხადებს, რომ ბავშვი ცრუობს. ეჭვმიტანილი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები