ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი მამაკაცი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
ავტომობილში სამი ადამიანი იმყოფებოდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები მრავლობითი მოტეხილობით ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მათ შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.