გურიაში, ავარიას სამაშველო სამსახურის თანამშრომელი ემსხვერპლა

გურიაში, ოზურგეთში, შემოქმედის გზის წითელმთის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი ადგილზე მოცურდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რკინის კონსტრუქციას დაეჯახა. ავარიის შედეგად 43 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ავტომობილის მძღოლი, ოზურგეთის სამაშველო სამსახურის თანამშრომელი რომეო ჩხაიძე იყო. შემთხვევა, დაახლოებით, 45 წუთის წინ მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი, ავარიის დროს, სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა.
როგორც „კვირას“ უწყებაში განუმარტეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები