დავით მათიკაშვილი: საქართველოს მიერ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები ადეკვატურია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსული ოკუპაცია საქართველოს ერთ-ერთი გამოწვევაა, რის წინააღმდეგაც სახელმწიფო ადეკვატურ ღონისძიებებს ატარებს.
მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ დეოკუპაციის პროცესი უნდა დაიძრას.
„ამ პრობლემას მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერ ვუმკლავდებით, რისთვისაც საერთაშორისო პარტნიორები არსებობენ, რომლებიც ქვეყანას ამ გამოწვევის დასაძლევად მხარში უდგანან. სახელმწიფო ცდილობს, იმ გატაცებების პრევენცია მოახდინოს, რასაც ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქვს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები