სუს-ში თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებთან შეხვედრა გაიმართა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის იუნკერები, მსმენელები და ინსტრუქტორები ეწვივნენ.
როგორც „კვირას“ სუს-ის პრესსამსახურიდან აცნობეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა აკადემიის მსმენელებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს და უწყების საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრეს.
„შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლებმა მსმენელებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების ვითარებასა და სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრის დასასრულ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა დასმულ კითხვებს უპასუხეს“,- აცხადებენ სუს-ში.