ნინო ლომჯარია: როცა სახელმწიფო უძლურია, დაადგინოს, ვინ დგას ამ კადრებით შანტაჟის უკან, საზოგადოებამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს

“იმ დროს, როდესაც სახელმწიფო არის უძლური, დაადგინოს, ვინ დგას ამ კადრებით შანტაჟის უკან, საზოგადოებამ უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განუცხადა.
ლომჯარიამ საზოგადოებას მიმართა, რომ პირადი ცხოვრების ჩანაწერების გავრცელება არის დანაშაული და მკაცრად ისჯება. „იმ დროს, როდესაც სახელმწიფო არის უძლური, დაადგინოს, ვინ დგას ამ კადრებით შანტაჟის უკან, საზოგადოებამ უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს, რათა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ ხელი არ შეუწყოს იმ ადამიანებს, ჯგუფებს, ვინც კადრების გავრცელების უკან დგანან. დღესაც, პროკურატურასთან გვაქვს შეკითხვები პირადი ცხოვრების კადრების გამოძიებასთან დაკავშირებით, რომლებიც წლების წინ გავრცელებულ კადრებს ეხება, სადაც დაუდგენელია, ვინ ატვირთა, ვინ არის ინიციატორი კადრების ატვირთვისა და გავრცელების. ჩვენ უნდა მოვთხოვოთ მთავარ პროკურორსაც, როდესაც პარლამენტში მოხსენებით წარდგენა, რომ დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდოს”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები