“ევროკავშირი საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარებაში დაეხმარება”

ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარებაში უნდა დაეხმაროს.
ამასთან, ჰანმა თავის მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა, რომ ის აღმოსავლეთ სამეზობლოში „გაყინული კონფლიქტების“ მოგვარებაში ევროკავშირის როლის გაძლიერებას მიესალმება.
„როდესაც ჩვენი პარტნიორები კარგ მმართველობასა და რეფორმების გატარებაში წარმატებას აღწევენ, ევროკავშირმაც უნდა შეასრულოს დანაპირები. მე მოწოდებული ვარ, უზრუნველვყო, რომ საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ მიიღონ სრული მხარდაჭერა, რათა გააკეთონ დემოკრატიული არჩევანი და გაატარონ საჭირო პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები.
ასევე, მხარს ვუჭერ ფედერიკა მოგერინის განცხადებას, რომ აღმოსავლეთ სამეზობლოში „გაყინული კონფლიქტების“ გადაჭრაში ევროკავშირის როლი უნდა გაძლიერდეს“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები