თემქაზე „ლიბერთი ბანკი“ დააყაჩაღეს

თემქაზე „ლიბერთი ბანკი“ დააყაჩაღეს – ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. როგორც „კვირას“ „ლიბერთი“ ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დოდო ბოჭორიშვილმა განუცხადა, ბანკიდან ყაჩაღებმა 3500 ლარი წაიღეს. მისი თქმით, ამ დრომდე ადგილზე ექსპერტ – კრიმინალისტები მუშაობენ. თვითმხილველების განცხადებით, დაახლოებით დღის 12 საათზე ბანკში ახალგაზრდა მამაკაცი შევიდა, რომელსაც ნიღაბი ეკეთა. მან იარაღის მუქარით თანხა გამოიტანა და ადგილიდან მიიმალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები