ზურაბ ჭიაბერაშვილზე და ნოდარ ლადარიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ზურაბ ჭიაბერაშვილზე და ნოდარ ლადარიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120 -ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ ვაკეში, აბაშიძის 22-ში, ლიტერატურულ კაფეში, ზურა ჭიაბერაშვილს და ნოდარ ლადარიას თავს დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ჭიაბერაშვილს თავი აქვს გატეხილი, ლადარიას კი სახეში ცხელი ჩაი შეასხეს. საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრის გოგა ხაჩიძის ინფორმაციით, ზურაბ ჭიაბერაშვილს და ნოდარ ლადარიას რეზო თაბუკაშვილი და გიო მგელაძე დაესხნენ თავს. “კვირა“ რეზო თაბუკაშვილის ოჯახს დაუკავშირდა. რეზო თაბუკაშვილის (უმცროსი) დედა ინფორმაციას არ ფლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები