ზვიად კუპრავა ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს

მინდა მივმართო საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაიწვიეთ ორივე საქმე სასამართლოდან, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ ასანჟს საქართველოში – ამის შესახებ “სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ განაცხადა.
“მე ნამდვილად ვარ რეპრესიული მანქანის და რეჟიმის მსხვერპლი. მე ვიდევნები ამ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით. მე ვარ საქართველოს მოქალაქე. მაქვს უფლება ვიცხოვრო მშვიდად ამ ქვეყანაში და არ ვიყო დევნის ობიექტი. ამავდროულად მე მინდა მივმართო საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაიწვიეთ ორივე საქმე სასამართლოდან, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ ასანჟს საქართველოში,“ – განაცხადა ზვიად კუპრავამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა.
საქმე ეხება რამდენიმე თვის წინ სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტს, რომლის გამოც კუპრავას გირაო შეეფარდა, გუშინ კი კუპრავას მიერ ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფის გამო პროკურატურამ გირაოს შეცვლა მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები