ილიაუნის მოშიმშილე სტუდენტებს რექტორი – გიგა ზედანია შეხვდა

ილიაუნის მოშიმშილე სტუდენტებს რექტორი – გიგა ზედანია შეხვდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები რექტორის კაბინეტთან უკვე მეორე დღეა შიმშილობენ, ისინი ბიზნესსკოლის და ყოფილი დეკანის – გიორგი ქადაგიძის თანამდებობაზე დაბრუნებას ითხოვენ.
გიგა ზედანიამ სტუდენტებს განუცხადა, რომ მათ შეუძლიათ, პროტესტი შიმშილობით გამოხატონ და თუ ახალგაზრდებს დახმარება დასჭირდებათ, დახმარებისთვის უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მიმართონ. ზედანიას ინფორმაციით, სტუდენტების მოთხოვნები აკადემიურ საბჭოზე ორშაბათს განიხილება. ამასთან, რექტორმა ახალგაზრდებს სამუშაო ჯგუფის შექმნაც შესთავაზა, რომელიც აკადემიური საბჭოს სხდომას დაესწრება.
სტუდენტები 10-კაცინი სამუშაო ჯგუფის შექმნას აპირებენ, თუმცა, რექტორის კაბინეტთან შიმშილობას მაინც აგრძელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები