ილია წულაია: ეს არის რევოლუციური ნაბიჯი ქალაქის განვითარებაში

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ილია წულაია, კახა კალაძისა და თბილისის მერიის მიერ K2 კოეფიციენტთან დაკავშირებით მიღებულ ერთობლივ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
„კახა კალაძისა და თბილისის მერიის დღევანდელი გადაწყვეტილება K2 კოეფიციენტის გაზრდის გაუქმების შესახებ რადიკალურად შეცვლის თბილისის განვითარებას. აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ორი მიმართულებით:
პირველ ყოვლისა, ის წერტილს დაუსვამს ქაოტურ განაშენიანებას – აშენდება მხოლოდ იმ მასშტაბის შენობები, რომლებიც კონკრეტულ უბანს შეესაბამება  როგორც ინფრასტრუქტურის,  ისე – ზომის თვალსაზრისით.
მეორე მხრივ, ერთიან თამაშის წესებს დაამკვიდრებს ყველა დეველოპერული კომპანიისთვის – არავის არ ექნება იმის განცდა, რომ ვინმე უპირატეს მდგომარეობაშია და კოეფიციენტს იმატებს, ხოლო სხვა ვერ ახერხებს და ზარალდება. მე მივესალმები ამ თამამ გადაწყვეტილებას და დარწმუნებული ვარ, თბილისის განვითარება სწორი მიმართულებით გაგრძელდება”, – განაცხადა ილია წულაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები