ფრანსუა პეშო „თი-ბი-სი” ბანკის საქმეზე: ეროვნული ბანკი, როგორც საქართველოს საფინანსო სისტემის ზედამხედველი, თავის საქმეს აკეთებს
„ღონისძიების არგატარება დააზიანებდა ეროვნული ბანკის, როგორც საფინანსო სექტორის ეფექტიანი ზედამხედველის მიმართ სანდოობას“, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ფრანსუა პეშომ განაცხადა.
„მაშინ, როცა ზუსტი დეტალები ჩვენთვის უცნობია, მიგვაჩნია, რომ ეროვნული ბანკი, როგორც საქართველოს საფინანსო სისტემის ზედამხედველი, თავის საქმეს აკეთებს – თავისი პასუხისმგებლობების გათვალისწინებით. ღონისძიების არგატარება მაშინ, როდესაც ამ ღონისძიების გატარების იურიდიული საფუძველი არსებობს, დააზიანებდა ეროვნული ბანკის, როგორც საფინანსო სექტორის ეფექტიანი ზედამხედველის მიმართ სანდოობასა და საფინანსო სექტორის ზედამხედველობის პრაქტიკას. და ბოლოს, აღვნიშნავ, რომ „თი-ბი-სი” ბანკი არის ფინანსურად ძლიერი და კაპიტალით კარგად უზრუნველყოფილი. რამდენადაც ვიცით, ამჟამად, ბანკის ფინანსურ მაჩვენებელსა და სტაბილურობასთან დაკავშირებით არანაირი კითხვა არსებობს“, – ამბობს ფრანსუა პეშო.