შვედეთის ელჩი: მნიშვნელოვანია, პატივი ვცეთ ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციას

“თი-ბი-სი” ბანკთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს ვაკვირდებით”, – ამის შესახებ შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ულრიკ ტიდესტრომმა განაცხადა.
“ისევე, როგორც ყველა, ვაკვირდებით “თი-ბი-სი” ბანკის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს. როგორც ვიცი, ეროვნული ბანკი ასრულებს თავის ამოცანას, როგორც საბანკო სისტემის ზედამხედველი ინსტიტუტი. ასე რომ, თვალს ვადევნებთ. შეფასებისგან თავს შევიკავებ, რადგან მნიშვნელოვანია, პატივი ვცეთ ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციას“, – განაცხადა ულრიკ ტიდესტრომმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები