გიორგი გახარია პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებზე: ჩვენი ძირითადი მიზანია პირველწყაროს დადგენა

“გამოძიება აქტიურ ფაზაშია. ჩვენი ძირითადი მიზანია პირველწყაროს დადგენა”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების საქმის გამოძიების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, მსგავსი ჩანაწერების გავრცელება და ფლობა არამხოლოდ ამორალურია, არამედ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული.
“დღეს, ამ საქმესთან დაკავშირებით, დევნა 18 ადამიანზეა დაწყებული. გამოძიება აქტიურ ფაზაშია. ჩვენი ძირითადი მიზანია პირველწყაროს დადგენა. თუ, ამ მიმართულებით, საერთაშორისო პარტნიორებისთვის დახმარების თხოვნა დაგვჭირდება, გავაკეთებთ ამას და, როგორც ჩანს, უახლოეს პერიოდში, ამას გავაკეთებთ. მეორე: მარტივია საუბარი მსგავს დანაშაულზე სხვადასხვა სპეკულირების ტონალობით, მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ – ჩვენ ვერ დავუშვებთ სხვაობას გავრცელების პირველწყაროს, შენახვას, ან გავრცელებას შორის – ეს შეუძლებელი იქნება მსგავს დანაშაულთან ეფექტური ბრძოლისთვის. ამიტომ ის, რასაც დღეს გამოძიება აკეთებს, უნდა გაგრძელდეს. მსგავსი ჩანაწერების გავრცელება და ფლობა არამხოლოდ ამორალურია, არამედ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და შსს ყოველთვის იქნება იძულებული, ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები