თამარ ჩუგოშვილი ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე: ბოლო წლების განმავლობაში და განსაკუთრებით გასულ წელს დიდი რაოდენობით არის გაზრდილი მიმართვიანობა

ოჯახური ძალადობა, ქალთა მიმართ ძალადობა ეს არის დანაშაული, რომელიც ძალიან ფართოდ არის გავრცელებული. წლების განმავლობაში მათი რეგისტრირება და იდენტიფიცირება არ ხდებოდა – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკასთან დაკავშირებით განაცხადა.
ჩუგოშვილის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში და განსაკუთრებით გასულ წელს დიდი რაოდენობით არის გაზრდილი მიმართვიანობა, ანუ დანაშაულის გამოვლენა.
“ოჯახური ძალადობა, ქალთა მიმართ ძალადობა ეს არის დანაშაული, რომელიც ძალიან ფართოდ არის გავრცელებული. წლების განმავლობაში მათი რეგისტრირება და იდენტიფიცირება არ ხდებოდა, რადგან პოლიციას არ მიმართავდნენ მსხვერპლები, არ ენდობოდნენ სახელმწიფოს. ბოლო წლების განმავლობაში და განსაკუთრებით გასულ წელს დიდი რაოდენობით არის გაზრდილი მიმართვიანობა, ანუ დანაშაულის გამოვლენა, რაც თავისთავად ცუდი მაჩვენებელი არ არის. რაც შეეხება სხვა კატეგორიის დანაშაულებს, ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო თავად გააკეთებს განცხადებას“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დანაშაულის სტატისტიკაში ოჯახური ძალადობის მაჩვენებელი გაზრდილია.
“დანაშაულის მთელ რიგ კატეგორიებში ზრდა გამოწვეულია, ასევე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით, პოლიციისადმი გაზრდილი ნდობით და შესაბამისად, გაზრდილი მომართვიანობით. მაგალითად, ოჯახში ძალადობა გაზრდილია 122%-ით, ხოლო ადევნება გაზრდილია 6-ჯერ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს დანაშაულის წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას, რომლის ამოსავალია არა ციფრები და სტატისტიკა, არამედ ხარისხზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა.
შესაბამისად, სამინისტრო მომავალშიც უზრუნველყოფს ერთი მხრივ – გაუმჯობესებული აღრიცხვიანობით სტატისტიკის გამოქვეყნებას, ხოლო მეორე მხრივ – საპოლიციო საქმიანობის ხარისხის ზრდას”, -განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები