ლაშა ნაცვლიშვილი: ადამიანი ტყუილისთვის პასუხს უნდა აგებდეს – ის ან ბოდიშს, ან ფულს უნდა იხდიდეს
“ცილისწამებასთან და ამ მიმართულებით რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებით, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საინტერესო კომენტარი გააკეთა”, – ამის შესახებ გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ ლაშ ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ სტანდარტის ეფემერული ეჭვქვეშ დაყენება არ შეიძლება.
“ამის გაუმჯობესება არ ივარგებს. ამის გაუმჯობესება მას დააზიანებს. ჩემი აზრით, ჩვენ ერთი რამ გვაქვს გასაკეთებელი: გამოხატვის თავისუფლების ის ამერიკული სტანდარტი, რომელიც ჩვენთან არის და ძალიან ბევრს გვიშლის ნერვებს, მათ შორის მეც და დიახ უნდა გვეშლებოდეს ნერვები, იმავდროულად უნდა არსებობდეს ქმედითი სამართლებრივი მექანიზმები, ოღონდ სამოქალაქო დარგში. ადამიანი ტყუილისთვის პასუხს უნდა აგებდეს: ის ან ბოდიშს ან ფულს უნდა იხდიდეს”, – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა და დასძინა, რომ ასეთივე დამოკიდებულება აქვს ამ საკითხზე “ქართული ოცნების” ლიდერს.
“სალომე ზურაბიშვილს ახლა ფრანგული სტანდარტის შემოღება სურს. ქალბატონი სალომე იყო საქარველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ბულინგის მსხვერპლი იყო. ცენზურის დაწესება ჩვენ არ გვარგებს”, – თქვა ლაშა ნაცვლიშვილმა.