კიევში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელის ინტრონიზაციის ცერემონია გაიმართა

კიევში, წმინდა სოფიას ტაძარში, უკრაინის ახლად შექმნილი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის, ეპიფანეს ინტრონიზაციის ცერემონია გაიმართა.
უკრაინული გამოცემა „უნიანის“ ინფორმაციით, ინტრონიზაცია საღვთო ლიტურგიის მიმდინარეობის დროს შედგა. ცერემონიაში მონაწილეობა მსოფლიოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა, მიტროპოლიტმა ემანუელმა, უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა მაკარმა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილმა წარმომადგენელმა, მიტროპოლიტმა სიმეონმა მიიღეს.
ინტრონიზაციის შემდეგ, ეპიფანეს ჯვარი და ორი პანაგია გადასცეს. ინტრონიზაციას უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები