ნინო ლომჯარია ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით: არავინ იცის, რა მოხდა…

„არ ვიცი, რა შეიძლება იყოს უფრო მძიმე დანაშაული, ვიდრე ის, რაც დღეს ხდება. სამწუხაროა, რომ ორი წელი გავიდა, რაც ეს კადრები გავრცელდა და დღემდე არ ვიცით ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან, ვინ იყო ორგანიზატორი”- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ „პალიტრა ნიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.

:ეს არის სამართალდამცავი ორგანოს პასუხისმგებლობა. როდესაც ასეთ სისტემურ პრობლემას აქვს ადგილი, მინიმუმ მუდმივად უნდა ხდებოდეს გამოძიება, როგორც მიმდინარე გამოძიებაზე, ასევე პასუხისგებაში მიცემულ პირებზე. დღეს აღმოჩნდა ისე, რომ სამი წლის წინ, ყველა განვიცდიდით და ნომერ პირველი პრობლემა გვეგონა, მაგრამ, არავინ იცის, რა მოხდა, ვინ დაისაჯა, ვინ არ დაისაჯა და რა ეტაპზე ვართ“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები