“საქართველომ უნდა გაიზიაროს სხვა ქვეყნის გამოცდილება, რომ ადამიანებზე არ გავრცელდეს ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ არის სიმართლე”

„საქართველომ უნდა შეისწავლოს და გაიზიაროს სხვა ქვეყნის გამოცდილება, იმ ერთადერთი მიზნით, რომ ადამიანებზე არ გავრცელდეს ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ არის სიმართლე“, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
ამასთან, მინისტრის განმარტებით, გასათვალისწინებელია, რომ გამოხატვის თავისუფლებას არანაირი საფრთხე არ შეექმნას.
„ცილისწამებისა და ცრუ ინფორმაციის თავიდან აცილების ახალი ევროპული მოდელები, რადგან ყველა ევროპული სახელმწიფო შეეცადა, რომ მიზანმიმართული ცრუ საინფორმაციო კამპანიების წინააღმდეგ, იქნება ეს მედიასივრცეში თუ სოციალურ ქსელებში, გარკვეული დამცავი მექანიზმები კანონით შეემუშავებინა. ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა, ვართ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების პროცესში, ვისწრაფვით ევროპული სტილის სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისკენ. გამოცდილების შესწავლა და გაზიარება ღირს ერთადერთი მიზნით, რომ ადამიანებზე არ გავრცელდეს ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ არის სიმართლე. ამისგან ყველა უნდა იყოს დაცული, თან ისე, რომ არანაირი საფრთხე არ შეექმნას გამოხატვის თავისუფლებას. ამის მაგალითი სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში არსებობს და ვფიქრობ, უნდა ვნახოთ, როგორ მოაწესრიგეს მათ ეს საკითხები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები