ეკა ბესელია: მიზანია ჩემი განეიტრალება, ჩემი შეჩერება – ეს მიზანი ვერ მიიღწევა

ეს არის ის მეთოდი და ფორმა, რომელიც მიიჩნევა ყველაზე სამარცხვინო, მდაბიო და ამაზრზენ ბრძოლის ფორმად ოპონენტებთან და ეს არის მორალური ტერორის ერთ-ერთ დაუშვებელი სახე, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს ფარული ჩანაწერების თაობაზე განუცხადა.
“ეს არის ის მეთოდი და ფორმა, რომელიც მიიჩნევა ყველაზე სამარცხვინო, მდაბიო და ამაზრზენ ბრძოლის ფორმად ოპონენტებთან და ეს არის მორალური ტერორის ერთ-ერთ დაუშვებელი სახე. ამიტომ ამ ფორმასთან ბრძოლა საჭიროა.საჭიროა, სხვათა დასაცავად მკაცრი რეაგირება. ეს ჩემზე არ მოქმედებს, ამისთვის შინაგანად მზად ვიყავი, ამიტომ პასუხისმგებლობა გადადის ყველა იმ ადამიანზე და ორგანოზე, რომელსაც ევალება ქვეყანაში კონსტიტუციური გარანტიები დაცული იყოს. რა თქმა უნდა, გავაგრძელებ ბრძოლას იმ მიზნისთვის, რისთვისაც ეს ფორმა იყო გამოყენებული. მიზანია ჩემი განეიტრალება, ჩემი შეჩერება, ან ჩემზე მორალური წნეხი. ეს მიზანი ვერ მიიღწევა. იმ საქმეს ახლაც ვაგრძელებ, რისთვისაც ეს პროცესი დავიწყე. ეს არის სამართლიანობის იდეა, სამართლიანი სასამართლო და ქვეყანაში დამოუკიდებელი, გამართული მართლმსაჯულება”, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები