რუსეთი საკუთარ მოქალაქეებს 3 თებერვალს თბილისში მასობრივი შეკრების ადგილებში გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს თბილისში 3 თებერვალს მოუწოდებს, მასობრივი შეკრების ადგილებში მოძრაობისგან თავი შეიკავონ. ამის შესახებ განცხადებს რუსეთის საგარეო უწყების კრიზისების მართვის სამსახური “ტვიტერის” გვერდზე ავრცელებს.
“3 თებერვალს, ქალაქ თბილისში განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან სტუდენტური საპროტესტო აქცია იგეგმება. რეკომენდირებულია თავი შეიკავოთ მასობრივი თავშეყრის ადგილებში გადაადგილებისგან”, – ნათქვამია განცხადებაში.