კახა კალაძე: ყველა იმ პირმა უნდა აგოს პასუხი, ვისაც პირადი ცხოვრების გასაჯაროებაში დანაშაული მიუძღვის

თბილისის მერი, კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით შანტაჟი კატეგორიულად მიუღებელია. მისივე თქმით, ყველა პირი უნდა დაისაჯოს, ვისაც ამ საქმესთან შეხება ჰქონია.
„კატეგორიულად მიუღებელია ასეთი მეთოდებით შანტაჟი. ყველა ერთად – საზოგადოება, ხელისუფლება, ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი – შევთანხმდით, რომ ასეთი ქმედებები მიუღებელია. შესაბამისად, როგორც ვიცი, გამოძიება დაწყებულია და ყველა იმ პირმა უნდა აგოს პასუხი, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, გავრცელება და ა.შ.“ – განაცხადა კალაძემ.
ცნობისათვის, შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის მასობრივად გავრცელების ფაქტზე 16 პირი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები